06:56 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-11 12:26:34, 717 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა საგურამოში სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი საგურამოში კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრისა და ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 202-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროს, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილთან და უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ჯუანშერ ბურჭულაძე ადგილზე გაეცნო ბაზაზე დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. 

თავდაცვის უწყების ცნობით, სამხედრო ბაზაზე ლაზარეთს, სასადილოსა და გამშვებ პუნქტს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა.

"დასრულებულია ყაზარმის რეაბილიტაციაც, სადაც შეიცვალა სახურავი, მოწესრიგდა სველი წერტილები და შენობა ახალი ინვენტარით აღიჭურვა. ტერიტორიაზე ასევე, მოეწყო სპორტული დარბაზი. დაღუპული მებრძოლების პატივსაცემად კი, სამხედრო ნაწილში გმირთა მემორიალი დაიდგა. 

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში საგურამოს ბაზის ტერიტორიაზე დამონტაჟდა ახალი საინჟინრო, საკომუნიკაციო, წყალმომარაგების, ბუნებრივი აირის და ელექტროობის სისტემები. აშენდა სამი საქვაბე, რომელიც შესაბამისი დანადგარებით აღიჭურვა. მოეწყო ეზოს განათებაც. ამჟამად, საგურამოს ბაზაზე მიმდინარეობს შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები და სარეკრეაციო ზონის მოწყობა. 

ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით დისლოცირებული სამხედრო ქვედანაყოფების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს",- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics