|
2023-06-10 17:47:49, 1219 ნახვა
რეგიონი
კასპის მერმა, სოფელ დოესის საბავშვო ბაღის ეზოში ახლადმოწყობილი საბავშვო გასართობი სივრცე და ბაღის შენობა დაათვალიერა
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა სოფელ დოესის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის ეზოში ახლადმოწყობილი საბავშვო გასართობი სივრცე და ბაღის შენობა დაათვალიერეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ეზოში მოეწყო სხვადასხვა გასართობი საშუალება, მრავალფუნქციური სასრიალო, საქანელა, ზამბარიანი სათამაშოები, აიწონა-დაიწონა და დასასვენებელი სკამები. „კეთილმოწყობილ საბავშვო ბაღის შენობაში პატარებს განათლების მისაღებად ყველა საჭირო პირობა აქვთ შექმნილი. როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საბავშვო სივრცეები აუცილებელია, შესაბამისად ყველა იმ საბავშვო ბაღში მოეწყობა ეზო, სადაც დღემდე არ არსებობს. მიმდინარე წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება - შესაბამისად კასპის მუნიციპალიტეტში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება“,-ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)