|
2023-06-10 15:23:08, 1108 ნახვა
რეგიონი
მარი ზანაქიძე და ლელა სურმანიძე ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში, უფასო სამედიცინო აქციის მიმდინარეობას დაესწრნენ
ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში, უფასო სამედიცინო აქციის მიმდინარეობას, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე და ქალაქ ბათუმის მერის მოადგილე, ლელა სურმანიძე დაესწრნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "უფასო სამედიცინო კონსულტაცია, დიაგნოსტიკური და ინსტრუმენტული კვლევები აჭარის მოსახლეობის სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებს უტარდებათ, მოწვეული არიან თბილისის კლინიკების წამყვანი ექიმები. სამედიცინო აქციის ორგანიზატორი ორგანიზაცია ,,ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალია“, ხოლო მხარდამჭერები არიან აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია და საქართველოს პარლამენტი" - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარი ზანაქიძემ. მათი ცნობით, სამედიცინო აქციით სარგებლობა შეუძლიათ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, საჯარო სკოლების პედაგოგებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს. აქციაში მონაწილეობას იღებენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, ამერიკულ-ქართული ჰოსპიტალის, სამედიცინო ცენტრ ,,ვივამედი“-ს და "ევექსი"-ს კლინიკების წამყვანი ექიმები.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)