13:51 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-10 15:16:51, 718 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - კანდიდატის სტატუსი შარშანაც გვეკუთვნოდა, იმედია, წელს სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ

კანდიდატის სტატუსი შარშანაც გვეკუთვნოდა, იმედია, წელს სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს 12 პუნქტის შესასრულებლად, თუმცა სტატუსის მინიჭება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და "შანსები 50/50-ზეა".

"ყველამ იცის, რომ ჩვენ შარშან, ივნისშიც გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, ეს თვითონ ევროკომისიამაც დაადასტურა, როდესაც ქულებით შეფასება დადო და ამ ქულებიდან გამომდინარე ცვენ ვუსწრებთ, როგორც მოლდოვას, ასევე ბოსნიას. ანუ იმ ქვეყნებს, რომლებსაც მიენიჭათ სტატუსი, შესაბამისად რათქმა უნდა მას მერე ბევრი რამ გაკეთდა 12 პუნქტი შესრულდება ივნისის ბოლომდე. ჩვენ ყველანაირად მზად ვიქნებით , რომ მივიღოთ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი, თუმცა დეკემბერში იქნება მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და როცა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება, იქ შანსები არის ყოველლთვის 50/50-ზე. პოლიტიკური კონტექსტი შარშანდელი ივნისის შემდეგ არსებითად არ შეცვლილა, მაგრამ ჩვენ მაინც გვაქვს იმედი, რომ სტატუსს მივიღებთ. უნდა დაველოდოთ დეკემბრის გადაწყვეტილებას და იმედი გვაქვს, რომ ამჯერად, წინა წლისგან განსხვავებით, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ",- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა – გიორგი რომელაშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics