|
2023-06-09 22:27:28, 593 ნახვა
პოლიტიკა
აზარაშვილი - წლების წინ, სამედიცინო და ფარმაცევტული სექტორის დერეგულაციამ ძალიან მძიმე შედეგი მოგვიტანა - ქვეყანაში არ არსებობდა არანაირი სტანდარტი
წლების წინ, სამედიცინო და ფარმაცევტული სექტორის დერეგულაციის შესახებ, მაშინდელი მთავრობის სამწუხარო გადაწყვეტილებამ ძალიან მძიმე შედეგი მოგვიტანა - ვერანაირად ვერ კონტროლდებოდა სამედიცინო მომსახურების ხარისხი, რადგან ქვეყანაში არ არსებობდა არანაირი სტანდარტი, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების მანდატის გაზრდის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ეს ცვლილებები განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის სიკეთეებზე და მისი არსებობის 10 წლის განმავლობაში, მილიონობით მოქალაქის 7 მილიარდ ლარით დაფინანსებაზეა საუბარი. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, ბიუჯეტის სახსრები სწორად და მიზანმიმართულად იხარჯებოდეს. „ამ ყველაფრის განმახორციელებლები ვართ ჩვენ. ჩვენივე პასუხისმგებლობაა, სწორად ხდებოდეს ბიუჯეტის ხარჯვა და კონტროლი. ყველა ცვლილება საჭიროა, რაც ამ პასუხისმგებლობის განხორციელებაში შეგვიწყობს ხელს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრმა ცვლილების შედეგად, ჯარიმების ოდენობის ზრდაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, წარმოუდგენელია, სამედიცინო დაწესებულებამ ჯარიმის თანხები მომსახურების ტარიფში ასახოს. „ამას არ დავუშვებთ. მსგავს ფაქტებზე ოპერატიული და მყისიერი რეაგირება რომ გვქონდეს, სწორედ ამიტომ გვინდა კონტროლის სრულყოფილი მექანიზმი. თუ, ერთსა და იმავე სამედიცინო ან ფარმაცევტულ დაწესებულებაში, განმეორებით დარღვევებს სისტემური ხასიათი ექნება, რასაკვირველია, სხვადასხვა საჯარიმო მექანიზმები იმოქმედებს - იქნება ეს პროგრამიდან ჩახსნა, თუ საერთოდ - დახურვა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)