13:53 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-09 22:11:42, 697 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე კანდიდატის სტატუსზე - ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს ვაკეთებთ

საქართველომ გააკეთა ყველაფერი, მანამდეც, სანამ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული 12-პუნქტიანი გეგმის მოცემასთან დაკავშირებით. თუმცა მისცეს უკრაინას და მოლდოვას, ჩვენ კი არ მოგვცეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში ოპოზიცია მონაწილეობას არ იღებს.

 „საქართველომ გააკეთა ყველაფერი, მანამდეც, სანამ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული 12-პუნქტიანი გეგმის მოცემასთან დაკავშირებით. თუმცა მისცეს უკრაინას და მოლდოვას, ჩვენ კი არ მოგვცეს. გულწრფელად ვამბობ, ძალიან მტკივა გული  იმაზე, რაც უკრაინაში ხდება, თანავუგრძნობ უკრაინელ ხალხს. მინდა, მშვიდობა, ტერიტორიული მთლიანობა ვუსურვო მათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე უკრაინაზე შედარებების გამო არ ვსაუბრობ. მაგრამ როდესაც სტატუსი მისცეს მოლდოვას, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვნად უკან იყოს საქართველოზე და საქართველოს ისე დატოვეს, ეს ძალიან შეურაცხმყოფელია. ამან ძალიან დიდი იმედგაცრუება გამოიწვია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში.

მოგვცეს 12-პუნქტიანი გეგმა. მზად ვართ, შევასრულოთ ყოველგვარი პრობლემის გარეშე და აქაც დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მათი მხრიდან მისაღები. დაველოდოთ. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს ვაკეთებთ. დანარჩენი მათზეა დამოკიდებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.

„ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, ოპოზიციას კი ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ რაღაც ხელისუფლებას სჭირდება ან უნდა, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავლის თემა. პირდაპირ იყო საუბარი, რომ ოპოზიცია უნდა იღებდეს ამ პროცესში მონაწილეობას, მაგრამ ეს ადამიანები ამ ქვეყნის განვითარებას ეწინააღმდეგებიან, მშვიდობას ეწინააღმდეგებიან. გვახსოვს, როდესაც საუბარი იყო ასოცირების ხელშეკრულებაზე, ვიზალიბერალიზაციაზე, ბრიუსელში დარბოდნენ კაბინეტებში იმისთვის, რომ ხელი შეეშალათ ამ პროცესებისთვის. სამწუხაროდ, დღესაც იგივე ხდება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა – გიორგი რომელაშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics