|
2023-06-09 22:08:24, 561 ნახვა
პოლიტიკა
აზარაშვილი - თუ სამინისტრო იქნება ხელფეხშეკრული, ვერანაირი რეფორმა წარმატებული ვერ იქნება
„დარწმუნებული ვარ, კრიტიკოსების უმრავლესობას წაკითხულიც კი არ აქვს, რა ცვლილებებია, ან რას მოიცავს, ან რამდენად ვერევით თუ არ ვერევით მეწარმის საქმიანობაში“, - აღნიშნულის შესახებ, ზურაბ აზარაშვილმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო, სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორში ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მასშტაბურ რეფორმებს ახორციელებს, რისთვისაც მნიშვნელოვანია სახელმწიფოს კონტროლისა და მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმები ჰქონდეს. „როგორც კლინიკების, ისე ფარმაცევტულ ნაწილში საკმაოდ აქტიური რეფორმები გვაქვს დაწყებული და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ სექტორში იყოს მაღალი ხარისხის მომსახურება ჩვენი მოქალაქეებისთვის. რა საკვირველია ბიუჯეტიდან ხდება, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, თანხების გახარჯვა და მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხები სწორად და მიზანმიმართულად იხარჯებოდეს. ფარმაცევტულ ნაწილში, მოგეხსენებათ ჩვენ დაწყებული გვაქვს რეფორმები მედიკამენტების ფასების რეგულირების, ასევე ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით,შესაბამისად მნიშვნელოვანია ეფექტიანი კონტროლი. სხვა შემთხვევაში თუ სამინისტრო და სააგენტო იქნება შეზღუდული და ვერ შეძლებს შესაბამისი კონტროლის მექანიზმების გამოყენებას, ვერანაირი რეფორმა წარმატებული ვერ იქნება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მსგავსი ტიპის მექანიზმები უკვე დანერგილია სხვა სამინისტროების შემთხვევაში. ნებისმიერ საწარმოსა თუ დაწესებულებაში შესვლის და შემოწმების უფლება აქვს შრომის ინსპექციასაც. „განსაკუთრებულ ცვლილებას არ ვითხოვთ. ვითხოვთ, რომ გვქონდეს სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებულ კლინიკებში შესვლის და შემოწმების უფლება, შეფერხების გარეშე და თუ იქნება შესაბამისი დარღვევის ოქმი, სადაც მითითებული იქნება, რომ კლინიკას ზედმეტად აქვს, ბიუჯეტიდან მიღებული თანხები, მოვთხოვოთ ამ თანხების ბიუჯეტში დაუყოვნებლივ დაბრუნება. ასევე ხარისხის ნაწილში, მოგეხსენებათ, არ გვაქვს კარგი მდგომარეობა, შიდა ჰოსპიტალურ ინფექციებთან დაკავშირებით და ესეც მნიშვნელოვანია ეფექტიანად, სრულყოფილად ვაკონტროლოთ, შესაბამისი რეაგირების შესაძლებლობა გვქონდეს დარღვევებზე და გამოსწორების ვადებიც იყოს ლოგიკური და გონივრული“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)