13:54 - 08 May, 2026
|
2023-06-09 21:35:12, 717 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის მთავრობა - გერმანია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას განაგრძობს
გერმანიის ფედერალური მთავრობა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ოლაფ შოლცმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად საქართველოსთან მრავალფეროვანი თანამშრომლობის გაფართოება, ამჟამინდელი უსაფრთხოებისა და ევროპული პოლიტიკის საკითხები, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის შედეგები განიხილა. შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გერმანიის კანცლერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელონ ღია, შედეგზე ორიენტირებული აზრთა გაცვლა და შეინარჩუნონ მჭიდრო კონტაქტი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)