14:46 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-09 15:18:39, 726 ნახვა

პოლიტიკა
შოთა გეწაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძემ, პირადი განცხადებით, სხვა თანამდებობაზე დანიშვნის საფუძველზე, მოსამართლის თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას "სასამართლოს გუშაგი" ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, გეწაძე შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციაზე დაინიშნა.

როგორც ორგანიზაცია წერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ შოთა გეწაძე საქმიანობას საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ პროტოკოლის დეპარტამენტში, ღონისძიებების და ცერემონიების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე განაგრძობს.

"2023 წლის 2 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა სხდომაზე განიხილეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, შოთა გეწაძის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. 

თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი მოსამართლის სხვა თანამდებობაზე დანიშვნა დასახელდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე აღნიშნეს, რომ შოთა გეწაძე საქმიანობას საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ პროტოკოლის დეპარტამენტში, ღონისძიებების და ცერემონიების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე განაგრძობს.

სხდომაზე ასევე აღნიშნეს, რომ შოთა გეწაძე პირველ ივნისს დაუკავშირდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ახალ თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ აცნობა, რის გამოც მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელება მოითხოვა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა ხმა მოსამართლის გათავისუფლების შესახებ საკითხს. საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ დიმიტრი გვრიტიშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად სასამართლოს ერთი კარგი მოსამართლე მოაკლდება. 

შესაბამისად, 2023 წლის 1 ივნისიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესებულმა მოსამართლე შოთა გეწაძემ, რომელსაც სამოსამართლო საქმიანობის 13-წლიანი გამოცდილება ჰქონდა, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 43-ე მუხლის, „მ“ ქვეპუნქტის თანახმად მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველია მოსამართლის სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა",- ნათქვამია ინფორმაციაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ნიშვნელოვანია, დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არც ერთი შემთხვევა - გუშინდელი დაკავებაც ამის დასტურია
ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებამ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მოაწყო აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics