14:46 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-09 14:47:52, 644 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ცინიზმის პიკია, ორგანიზაციამ ყველაფერი გააკეთა რომ ჩაეგდო გამჭვირვალობის კანონპროექტი და ახლა თავად ითხოვს გამჭვირვალეობას

ცინიზმის პიკია, როცა ორგანიზაციამ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ყალბი კამპანიის წარმოებით, რომ ჩაეგდო, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, ახლა თავად ითხოვს გამჭვირვალეობას,- ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საკანონმდებლო ინიციატივას, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ის ქვეყნები, "ვინც აფინანსებენ მსგავს ორგანიზაციებს, რომლებიც სიყალბითა და დეზინფორმაციით ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ეს საკითხი იმ ქვეყნების წინაშე უნდა დაისვას, ვინც მათი დამფინანსებლები არიან".

„პრობლემა არ არის ამ ორგანიზაციაში [საერთაშორისო გამჭვირვალობაში], პრობლემაა მის დამფინანსებლებში. ის ქვეყნები და ორგანიზაციები, ვინც აფინანსებენ მსგავს ორგანიზაციებს, რომლებიც მანიპულირებით, სიყალბითა და დეზინფორმაციით ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ეს საკითხი იმ ქვეყნების წინაშე უნდა დაისვას, ვინც მათი დამფინანსებლები არიან. სინამდვილეში, მათი დამფინანსებლები რადიკალური დღის წესრიგის მიუხედავად კიდევ უფრო მეტ და მეტ ფულს უმატებენ იმისთვის, რომ მეტი მანიპულაცია და მეტი სიყალბე გაავრცელოს მსგავსმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ის დონორები ქართველი ხალხის წინაშე არაკეთილსინდისიერები არიან. ამიტომ მედიას მოვუწოდებ, "საერთაშორისო გამჭვირვალეობის" დონორებს ჰკითხონ - რატომ ექცევიან ასე ქართველ ხალხს და რატომ აფინანსებენ სიყალბეს, დეზინფორმაციას და რადიკალურ დღის წესრიგს არასამთავრობო სექტორში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ნიშვნელოვანია, დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არც ერთი შემთხვევა - გუშინდელი დაკავებაც ამის დასტურია
ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებამ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მოაწყო აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics