06:03 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-09 11:29:11, 1109 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო თვალის ბადურის მძიმე დაავადებების მკურნალობის პროგრამის მოსარგებლეთა არეალს აფართოებს

სამინისტრომ თვალის ბადურის მძიმე დაავადებების მკურნალობის დაფინანსება ახალი თაობის ძვირადღირებული ანტიანგიოგენური მედიკამენტებით მიმდინარე წელს დაიწყო. პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენდნენ სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოქალაქეები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, მიმდინარე წლის ივლისიდან პროგრამით სარგებლობა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის და 200 000 -მდე სარეიტონგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ყველა მოქალაქეს შეეძლება.

“სპეციალისტების რეკომენდაციითა და უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომიტეტის მხარდაჭერით, მიმდინარე წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო თვალის ბადურის ძვირადღირებული, მაღალფექტური ანგიოგენეზური მოქმედების პრეპარატების დაფინანსება. პროგრამა საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა, შასაბამისად გათვალისწინებული იყო ვიწრო სოციალურ ჯგუფებზე. პაციენტების მომართვიანობის და მედიკამენტის მაღალეფექტურობის გათვალისიწინებით, მივიღეთ მოსარგებლეთა არეალის გაფართოების გადაწყვეტილება“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარი ზანაქიძემ.

"აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამაში იანვრის თვეში ჩავერთე, სამინისტროს დაფინასებით შევძელი ძვირადღიებული მედიკამენტით სარგებლობა. პროგრამაში ჩართვიდან პირველივე პროცედურის შემდეგ, მხედველობა აღმიდგა, უკვე დამოუკიდებლად გადავადგილდები“, - განაცხადა პროგრამის მოასარგებლე, შუშანა სურმანიძემ.

“თვალის ბადურის მძიმე დაავადებების მკურნალობა ახალი თაობის ძვირადღირებული ანტიანგიოგენური მედიკამენტებით” პროგრამის მიზანია თანამედროვე სერვისებზე პაციენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განვითარების რისკის შემცირებას, მხედველობის აღდგენას და შრომისუნარიანობის შენარჩუნებას.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს მედიკამენტების ღირებულება უფინანსდებათ სრულად.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics