14:47 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-09 00:06:59, 916 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი კალიურანდზე - პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება ევროკომისიის მიერ და არა პიროვნული მიდგომებით

ევროპარლამენტს აქვს გარკვეული რესურსი, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება ევროკომისიის მიერ მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, და არა ასეთი სუბიექტური, ხშირ შემთხვევაში პიროვნული მიდგომებით, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მარინა კალიურანდთან, ევროპარლამენტში ამ თემების გარჩევა აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ გერმანიიც კანცლერი, საფრანგეთის ხელძმღვანელობა, ან ის დელეგაციები, რომლებთანაც საქმიანი პოლიტიკური მაგიდის გარშემო იჯდა პრემიერ-მინისტრი, ასე ფიქრობენ. 

„მარინა კალიურანდთან, ევროპარლამენტში ამ თემების გარჩევა აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ გერმანიიც კანცლერი, საფრანგეთის ხელძმღვანელობა, ან ის დელეგაციები, რომლებთანაც საქმიანი პოლიტიკური მაგიდის გარშემო იჯდა პრემიერ-მინისტრი, ასე ფიქრობენ. ესენი განაპირობენ გადაწყვეტილებას და არა ევროპარლამენტი. ვერც იმას ვიტყვი, რომ ევროპარლამენტს სიტყვა არ გააჩნია. მას აქვს გარკვეული რესურსი, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება ევროკომისიის მიერ მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, და არა ასეთი სუბიექტური, ხშირ შემთხვევაში პიროვნული მიდგომებით“, - განაცხადა ვოლსკიმ. 

ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის თქმით, ევროპარლამენტის წევრები დაიღალნენ მმართველი პარტიის განცხადებებით, თითქოს EU ცდილობს საქართველოს ჩათრევას, რომ გახსნას „მეორე ფრონტი“. მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა შეასრულოს დაპირება არა ევროკავშირისთვის, არამედ საკუთარი მოქალაქეებისთვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ნიშვნელოვანია, დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არც ერთი შემთხვევა - გუშინდელი დაკავებაც ამის დასტურია
ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებამ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მოაწყო აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics