|
2023-06-08 23:14:18, 1135 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - კანდიდატი სტატუსს საქართველო არათუ წელს, არამედ შარშანაც იმსახურებდა
საქართველო შარშანაც იმსახურებდა სტატუსს, იმედი გვაქვს, ყველა გააცნობიერებს საკუთარ შეცდომას და მომავალში გადაწყვეტილებების მიღებას სხვა პასუხისმგებლობით მიუდგებიან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ბევრი არაობიექტური და განცხადება მოისმინა. „დღევანდელმა სხდომამ გვაჩვენა, რატომ არ არის ჩვენი განწყობები ბოლომდე ოპტიმისტური. სხდომაზე ვნახეთ ევროპარლამენტის თუ ბიუროკრატიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ცალმხრივი, დეზინფორმაციის შემცველი, დამახინჯებული ფაქტებით, კონტექსტიდან ამოგდებული ციტატების წარმოდგენით და ა.შ. მიდგომები, რომელსაც დიდი ხანია, ვაკვირდებით. ჩვენ ეს არაობიექტურობა გვაფიქრებინებს, რა მოტივაციაა ამის უკან. საქართველოს სტატუსი როცა არ მიენიჭა, შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ ყველაფრის უკან ასეთი განსჯებია. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ობიექტურად არათუ ახლა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, არამედ შარშან, ივნისშიც იმსახურებდა, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულებების გამო, როგორიც არის ზედაპირული, სათაურის იქით რომ არ მიდის ფიქრი, განსჯა, ხდება გარკვეული გადაწყვეტილების მიღება. იმედი გვაქვს, ვისაც ასეთი დამოკიდებულება აქვს, ყველა გაიაზრებს და გააცნობიერებს, მათ შორის საკუთარ შეცდომებს. ვგულისხმობ სამ რეზოლუციას, ჩაწერილ დეზინფორმაციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ და აქედან გამომდინარე, მომავალში სხვა პასუხისმგებლობით მიუდგებიან გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა მიმდინარეობს.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)