14:47 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-08 19:24:06, 1044 ნახვა

პოლიტიკა
ღუდუშაური კალიურანდზე - მის სიტყვებს ქართველ ხალხში ნოლის ფასი აქვს

სულ რომ ცხრაჯერ კალიურანდი გაამრავლოთ და ცხრა კალიურანდმა რომ თქვას იგივე, ამით რეალობა არ იცვლება, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური, ევროპარლამენტარ მარია კალიურანდის მწვავე განცხადებებს.

როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, სიმართლეს სიცრუე ვერ მოუგებს და მარია კალიურანდის "სიტყვებს ქართველ ხალხში, ნოლის ფასი აქვს"

"სულ რომ ცხრაჯერ კალიურანდი გაამრავლოთ და ცხრა კალიურანდმა რომ თქვას იგივე, ამით რეალობა არ იცვლება. სიმართლეს ასეთი სიცრუე ვერ მოუგებს. იმიტომ, რომ საუბარია ქვეყანაზე, არც მეტი არც ნაკლები, არის დსთ-ს წევრი., იგივე რუსეთის კავშირის წევრი და თურმე, ეს ქვეყანა ყოფილა ჩვენზე წინ რაიმე კუთხით. როდესაც ამას საუბრობს ევროპარლამენტარი  კი არა ვინც გინდა ის იყო, ძალიან დიდი უხერხულობაა. ამიტომაც არის, რომ მის ამ სიტყვებს ქართველ ხალხში, ნოლის ფასი აქვს", - განაცხადა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა მიმდინარეობს.

ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის თქმით, ევროპარლამენტის წევრები დაიღალნენ მმართველი პარტიის განცხადებებით, თითქოს EU ცდილობს საქართველოს ჩათრევას, რომ გახსნას „მეორე ფრონტი“. მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა შეასრულოს დაპირება არა ევროკავშირისთვის, არამედ საკუთარი მოქალაქეებისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ნიშვნელოვანია, დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არც ერთი შემთხვევა - გუშინდელი დაკავებაც ამის დასტურია
ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებამ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მოაწყო აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics