" />
13:16 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-08 18:22:12, 969 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოიძე სანქციების შესაძლო არიდებაზე - ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის მძიმე დარტყმაა

საქართველო, როგორც პრობლემური ქვეყანა საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდების კუთხით, არის ძალიან მძიმე დარტყმა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, საკითხზე არგუმენტაცია ფინანსთა სამინისტრომ და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს.

"საქართველო, როგორც პრობლემური ქვეყანა საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდების კუთხით, არის ძალიან მძიმე დარტყმა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის. ამიტომ კონკრეტული წარმოდგენილი განმარტება, არგუმენტაცია, რა თქმა უნდა, უნდა წარმოადგინოს ფინანსთა სამინისტრომ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, რაც დღეს, სამწუხაროდ, კომიტეტის სხდომაზე მე ვერ მოვისმინე", - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, Politico-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც აშშ-მა გამოავლინა ხუთი ქვეყანა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების პრობლემას, რომელთა შორისაც ერთ-ერთი საქართველოა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics