|
2023-06-08 12:39:26, 932 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ Meliora 2022-ის ჯილდო გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხებში გადაეცა
"თიბისიმ" „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022"-ის ჯილდო მიიღო კატეგორიაში „გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხებზე“. აღნიშნული ჯილდო "თიბისის" პროექტისთვის „2021 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში“ გადაეცა. კონკურსი Meliora, რომელიც პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში ტარდება, ყოველწლიურად ავლენს და აჯილდოებს საქართველოში მოქმედ სამაგალითო კომპანიებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტებისთვის. "თიბისი" კონკურსის არაერთგზის გამარჯვებულია. ბანკი სხვადასხვა კატეგორიის ჯილდოს მფლობელად 2018 და 2019 წლებშიც დასახელდა. ჯილდო ექვს თემატურ კატეგორიაში გაიცემა, რომლებიც მოიცავს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ყველა ძირითად სფეროს: მწვანე ინიციატივა, პასუხისმგებელი დამსაქმებელი, კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე, საზოგადოების მხარდაჭერა, სექტორთა პარტნიორობა - გაზიარებული პასუხისმგებლობა, გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობის და მდგრადობის საკითხებზე. გამარჯვებულები უცხოელმა და ქართველმა ექსპერტებმა, საერთაშორისო და ადგილობრივმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა გამოავლინეს. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის გამჭვირვალე ინფორმაციისა და ობიექტური მაჩვენებლების მიწოდება. ამიტომ 2019 წლიდან ვაქვეყნებთ "თიბისის" წლიურ მდგრადი განვითარების ანგარიშს. ანგარიშში ინფორმაცია საერთაშორისო ანგარიშგების ინიციატივის (GRI) სტანდარტების მიხედვით არის წარმოდგენილი და, ამავდროულად, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) შესაბამის ანგარიშგებას წარმოადგენს. ეს ანგარიში არის იმ პასუხისმგებლობის დასტური და განაცხადი, რომელიც "თიბისის" 30 წელზე მეტია, აღებული აქვს და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით მომხმარებლების, თანამშრომლების, გარემოსა და საზოგადოების გაძლიერებას“, - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი. "თიბისი" მრავალწლიანი არსებობის მანძილზე აქტიურად ახორციელებს ინიციატივებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, რასაც არაერთხელ მოუპოვებია საერთაშორისო აღიარება. გარემოსა და საზოგადოების გასაძლიერებლად მომავალში კიდევ უფრო მეტი სამაგალითო პროექტი განხორციელდება.
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)