|
2023-06-08 11:56:35, 798 ნახვა
საზოგადოება
მიგრაციის ევროპული ქსელის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
თბილისში საერთაშორისო კონფერენცია - „საყოველთაოდ გასაგები ენა, როგორც მიგრაციის მართვის ინსტრუმენტი: მიგრაციის ევროპული ქსელის თავშესაფრის და მიგრაციის ლექსიკონი" - გაიმართა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინიტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა გახსნა, ლატვიის და ევროკომისიის საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებთან ერთად. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კონფერენცია ჩატარდა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მიგრაციის ევროპული ქსელის ლატვიის ეროვნული საკონტაქტო პირის ერთობლივი ორგანიზებით. "მიგრაციის ევროპულმა ქსელმა შეიმუშავა და მუდმივად აახლებს ყოვლისმომცველ ლექსიკონს, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირში თავშესაფრისა და მიგრაციის პოლიტიკის ძირითად ცნებებს. ლექსიკონი ქართულ ენაზე თარგმნა იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ ენის სახელმწიფო დეპარტამენტთან თანამშრომლობით. ღონისძიება მიზნად ისახავდა სადისკუსიო პლატფორმის უზრუნველყოფას, სადაც ქსელის ეროვნული საკონტაქტო პირების, აკადემიური წრეებისა და მიგრაციის სფეროს წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს გაუზიარებდნენ გამოცდილებას მიგრაციასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის გამოყენების კუთხით. კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა ქსელის ტერმინების არსი და მათი მნიშვნელობა, როგორც ევროკავშირისთვის, ისე მის ფარგლებს მიღმა. საერთაშორისო კონფერენცია ევროკავშირის ხელშეწყობით განხორციელდა",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)