|
2023-06-08 11:26:41, 1601 ნახვა
ომი უკრაინაში
დატბორვის პარალელურად რუსეთის საოკუპაციო არმიამ ხერსონის რაიონს 193 ჭურვი ესროლა
7 ივნისს, დღის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ხერსონის რაიონის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტს 34-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი. ამის შესახებ ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ გასული დღის განმავლობაში რუსმა დამპყრობლებმა განახორციელეს 34 თავდასხმა, ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, გრადიდან და უპილოტო საფრენი აპარატებიდან 193 ჭურვი გაისროლეს. რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ხერსონს 2 ჭურვი ესროლეს. პროკუდინმა თქვა, რომ რუსი სამხედროები რეგიონის დასახლებების საცხოვრებელ ადგილებში შევიდნენ. მისი თქმით, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან. შეგახსენებთ, რომ 6 ივნისის დღის განმავლობაში დამპყრობლებმა ხერსონის რაიონის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტს 70-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი. რუსული აგრესიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდა. 6 ივნისის ღამეს კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ დნეპერში წყლის დონემ 5,58 მეტრით მოიმატა, ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე 20 დასახლებაში 2629 საცხოვრებელი კორპუსი დაიტბორა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)