|
2023-06-08 11:09:24, 587 ნახვა
საზოგადოება
ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებისთვის სალექციო კურსი დაიწყო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებისთვის სალექციო კურსს იწყებს. აღნიშნულის შესახებ ინფოირმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შემეცნებითი კურსის - „მე, საქართველოს მომავალი“ ოფიციალური გახსნის ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა. „კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ და მინისტრის მოადგილემ დავით სუჯაშვილმა. მათ მოხალისეების სახელმწიფოებრივ როლსა და თავდაცვის სფეროში ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - გრიგოლ გიორგაძე და გიორგი ბუბუნაური დაესწრნენ. სალექციო კურსი ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მონაწილეები ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხებზე საბაზისო ცოდნას მიიღებენ. მსმენელებს ლექციებს თავდაცვის სამინისტროდან და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან მოწვეული მომხსენებლები ჩაუტარებენ. შემეცნებითი კურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ეროვნული თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამხედრო საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე. თავდაცვის სამინისტრო მოხალისეობრივ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში უწყება სისტემატურად უზრუნველყოფს მათ მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და ხელს უწყობს ერთობლივ სწავლებებში ჩართულობას. ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები, დისკუსიები და კონსულტაციები. ეროვნულ დონეზე მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობისა და განვითარების საქმეში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ რეფორმებს. კოდექსის ძალაში შესვლის შედეგად შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში თავდაცვის სფეროში მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობასა და კოორდინაციას განახორციელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)