|
2023-06-07 17:45:41, 924 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი უზბეკეთის პრეზიდენტთან არსებული სოციალური დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი უზბეკეთის პრეზიდენტთან არსებული სოციალური დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. უზბეკეთის დელეგაციის ვიზიტის მიზანი საქართველოში არსებული სოციალური დაცვის სისტემის გაცნობა და გამოცდილების გაზიარებაა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ზურაბ აზარაშვილმა დელეგაციის წევრებს, სოციალური მიმართულებით, სამინისტროს პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები გააცნო. მინისტრმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზეც. „როგორც შეხვედრაზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ აღნიშნა, საქართველოში, სოციალური მიმართულებით, წლების განმავლობაში მთელი რიგი რეფორმები განახორციელა. თუმცა, მიღწეული წარმატებების პარალელურად, სისტემის სრულყოფის მიზნით, მუშაობა კვლავ გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, უზბეკეთის დელეგაციას წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში არსებული სოციალური დაცვის სისტემებისა და მათი იმპლემენტაციის შესახებ. ასევე, გააცნეს დაგეგმილი პროექტები, მათ შორის - სოციალური მოდელის დაგეგმვისა და დიდი ზომის ინსტიტუციების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: უზბეკეთის ელჩი საქართველოში ბახრომ აშრაფხანოვი, UNICEF-ისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. უზბეკეთის დელეგაცია, 3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ადგილზე გაეცნობა, საქართველოში, მოწყვლადი ჯგუფების დახმარებისათვის არსებულ პროგრამებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)