|
2023-06-07 16:40:46, 767 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, სახალხო დამცველ, ლევან იოსელიანთან გაცნობითი შეხვდა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გაცნობით შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, შალვა ბედოიძე და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე დაესწრნენ. „ვახტანგ გომელაურმა ლევან იოსელიანს სახალხო დამცველის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე ყურადღება შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობის სპეციფიკასა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე გამახვილდა. ასევე, საუბარი შეეხო სახალხო დამცველის აპარატის მანდატსა და ორი ინსტიტუციის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის ფორმატისა და კოორდინაციის მექანიზმების ჩამოყალიბების შესახებ იმსჯელეს. ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების და მათი უსაფრთხოების დაცვა სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ამ კუთხით მუდმივად ხდება თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება. გაიმართა მსჯელობა არასამთავრობო სექტორთან შემდგომი თანამშრომლობის ფორმატზე. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სამომავლო გეგმები დასახეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)