|
2023-06-07 15:48:15, 747 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურამ შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის თემაზე სამუშაო შეხვედრა გამართა
ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისმა საქართველოს პროკურატურასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ერთად, შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის თემაზე სამუშაო შეხვედრა გამართა. გენერალური პროკურატურის ცნობით, ღონისძიება საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ, ნორვეგიის სამეფოს საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ რებეკა ლიმ და შვედეთის საელჩოს პირველმა მდივანმა სოფი ვესტერბერგმა გახსნეს. შეხვედრაზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა სალომე შენგელიამ, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული და უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. "შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული და უწყებათაშორისი თანამშრომლობა. ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ ევროპის საბჭოსთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას, ვინაიდან სწორედ აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად საქართველოს პროკურატურაში დაინერგა პროკურორთა სპეციალიზაცია, გაფორმდა მემორანდუმი და გაძლიერდა შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა", - განაცხადა სალომე შენგელიამ. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა თემები, რომლებიც მნიშვნელოვანია შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნისთვის. მენეჯერები ასევე, გაეცნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) საუკეთესო პრაქტიკას. ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა.
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)