|
2023-06-07 13:17:46, 679 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - გადავლახავთ პრეზიდენტის ვეტოს და არ მივცემთ არავის საშუალებას, საბოტაჟი მოუწყოს ეროვნულ ბანკს
დიახ, ჩვენ შემდეგ სასესიო კვირაში გადავლახავთ პრეზიდენტის ვეტოს და ჩვენ არ მივცემთ არავის საშუალებას, რომ საბოტაჟი მოუწყოს ეროვნულ ბანკს ისევე, როგორც დანარჩენ ინსტიტუციებს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. როგორც ზარქუამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, პრეზიდენტი ქვეყანას საბოტაჟს უწყობს. "ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ყველა ინსტიტუციას პატივი ვცეთ, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტს. არაერთგზის დავამტკიცეთ, რომ პატივს ვცემთ არა იმიტომ, რომ სალომე გვიყვარს ძალიან, არა, მე პირადად არ მიყვარს, უბრალოდ პრეზიდენტის ინსტიტუტს ვცემთ პატივს. ვაკვირდებით და საბოტაჟს უწყობს ქვეყანას... ვეუბნებით, წარმოადგინეთ კანდიდატი, არ აკეთებს. ბოლო შეთანხმება იყო, რომ ჩვენ ვეტო არ უნდა დაგვეძლია და ის წარმოადგენდა კანდიდატურებს - დაარღვია ესეც",- განაცხადა ზარქუამ. შეგახსენებთ, დღეს, 7 ივნისს "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას. როგორც პოლიტსაბჭოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია.
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)