07:49 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-06 15:05:04, 1625 ნახვა

ომი უკრაინაში
შოლცი - კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება ესკალაციაა, რომელიც შეესაბამება რუსეთის ქმედებებს ომში

ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალი დანაშაულიდან, რომელიც ჩვენ ვნახეთ უკრაინაში და რომელიც ჩაიდინეს რუსმა სამხედროებმა,- ასე ეხმაურება გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას.

როგორც შოლცმა WDR-თან საუბრისას განაცხადა, "კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურება ესკალაციაა, რომელიც შეესაბამება რუსეთის ქმედებებს ომში".

"ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალი დანაშაულიდან, რომელიც ჩვენ ვნახეთ უკრაინაში და რომელიც ჩაიდინეს რუსმა სამხედროებმა. ომის ამ რეჟიმის ფარგლებში, სამოქალაქო ობიექტებს, ქალაქებს, სოფლებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, ინფრასტრუქტურას ყოველთვის ხვდებოდა. გამოჩნდა ახალი განზომილება, მაგრამ ის შეესაბამება იმას, თუ როგორ აწარმოებს პუტინი ამ ომს“,- ამბობს შოლცი.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური დღეს დილით ააფეთქეს.

პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის თქმით, მასშტაბური ნგრევის გამო, 80 დასახლება ნაწილობრივ ან სრული დატბორვის საფრთხის ქვეშაა.

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი აცხადებს, რომ დაწყებულია ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია, ვინაიდან წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს.

უკრაინის მთავარი ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo-ს ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგური, სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო, მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სპეციალისტები ნგრევის მასშტაბის, წყლის სიჩქარისა და მოცულობის დასაზუსტებლად მუშაობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics