10:35 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-06 14:52:59, 877 ნახვა

საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი ევროკავშირის დელეგაციის წევრებს შეხვდა

დელეგაციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ატაშე საქართველოში კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების სექტორში ლიზი ვენვაიმელბიკი ხელმძღვანელობდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„სოლომონ პავლიაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს საქართველოში მისიის დაწყება მიულოცა და ყურადღება ქვეყნისთვის ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

მინისტრის მოადგილემ საქართველოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიმართულებით მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნარჩენების მართვის, ასევე, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის ხელშეწყობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობის საკითხებს.

ლიზი ვენვაიმელბიკის განცხადებით, ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების ნაწილში  საქართველოს გარემოსდაცვითი მიმართულებით თვალსაჩინო პროგრესი აქვს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. 

როგორც ატაშემ აღნიშნა, ევროკავშირის დახმარება მომავალშიც გაგრძელდება და კოორდინირებული თანამშრომლობის საფუძველზე, მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევის სურვილი გამოთქვა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები და სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics