|
2023-06-06 14:36:18, 698 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა AEO-ს სტატუსის მისაღებად კვლევისა და ცნობადობის გაზრდის პროექტის ინიციატორები იქნებიან
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის გრანტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია „ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების" (AEO) პროგრამის ხელშეწყობა და საბაჟო ფორმალობების შესახებ ცნობადობის ამაღლება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებული გამოწვევების კვლევის (GAP ანალიზი) შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. „კვლევა, შემოსავლების სამსახურის ჩართულობით, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის გრანტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტი მიმდინარეობს ორი ძირითადი მიმართულებით, ესენია: „ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების" (AEO) პროგრამის მუშაობის ხელშეწყობა და საბაჟო ფორმალობების შესახებ, ცნობადობის გაზრდა. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფცია დაფუძნებულია საბაჟო სისტემასა და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობაზე. ახალი სტატუსი კომპანიებს ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს, კერძოდ; ავტორიზაციის მფლობელის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ, საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას შემცირდება საქონლის ფიზიკური დათვალიერებისა და დოკუმენტური შემოწმების სიხშირე, ხოლო საბაჟო გაფორმების პროცედურები პრიორიტეტული წესით შესრულდება. შეხვედრა, რომელიც დიალოგის ფორმატში წარიმართა, ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზურაბ სიჭინავა, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, სამსონ ურიდია და უწყების სხვა სტრუქტურული ერთეულების პასუხისმგებელი პირები. ამასთან, სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი, ზვიად ჭუმბურიძე, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, ნინო ჩოხელი და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კაჭარავა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)