|
2023-06-06 11:04:02, 640 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია გარემოს დაცვის მსოფლიო დღისა და CENN-ის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გარემოს დაცვის მსოფლიო დღისა და CENN-ის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სიტყვით გამოსვლისას, ოთარ შამუგიამ იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელსაც ხელისუფლება ევროკავშირის, პარტნიორი ქვეყნებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით ახორციელებს და საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ,,სახელმწიფო ვალდებულებაა იზრუნოს გარემოს დაცვაზე. ბოლო პერიოდში, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ, მათ შორისაა ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომელთა ნაწილი უკვე მივიღეთ, ნაწილი კი, პარლამენტში განხილვის სტადიაშია. ამ კანონპროექტების დამტკიცება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც გარემოს დაცვის კუთხით, ასევე ჩვენი ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით. ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა. ჩვენ კარგი თანამშრომლობა გავქვს დღევანდელ ჩვენს მასპინძელთან - CENN-თან. CENN-ს, რომელიც ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია, საიუბილეო თარიღი აქვს, 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. მინდა მოგილოცოთ ორგანიზაციის ყველა თანამშრომელს. ჩვენი საერთო მიზანი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაა ევროპულ ოჯახში. ამ მიზნისათვის ყველა იმ აღებული ვალდებულების შესრულებაში, რომელიც გათვალისწინებულია ასოცირების ხელშეკრულებით, ჩვენ ვართ თანმიმდევრულები და გვაქვს პროგრესი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, მივაღწევთ საერთო მიზანს და ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ და საქართველოში გარემოს დაცვის სფეროში აქტიურად ჩართულმა საელჩოებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ყურადღება გაამახვილდა მათ როლზე საქართველოს გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს ორგანიზაციამ CENN 25 წლის იუბილე აღნიშნა და სტუმრებს სტრატეგია, მიდგომები და 25 წლის განმავლობაში არსებული მიღწევების შედეგები გააცნო.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)