17:33 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-05 12:25:59, 677 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის ანგარიში - გასულ წელს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდებოდა

გასულ წელს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდებოდა,- ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის გასული წლის ანგარიშში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ნატოში საქართველოს გაწევრების პროცესის ხელშესაწყობად კონსულტაციები და მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა თბილისში, ბრიუსელსა და ნატო-ს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში.

„გასული წლის 30 ნოემბერს საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, ბუქარესტში გამართულ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალს დაესწრო. მოკავშირეებმა მინისტერიალის დასკვნით განცხადებაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ჩანაწერი და კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს მადრიდის სამიტზე დამტკიცებული საქართველოზე მორგებული დახმარების პაკეტის იმპლემენტაციის თაობაზე. საანგარიშო პერიოდში, ალიანსმა შეიმუშავა 2022 წლის წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების შეფასების დოკუმენტი, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოში სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და მნიშვნელოვან პროგრესს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

საანგარიშო პერიოდში ნატო-ს შტაბბინაში ნატო-საქართველოს კომისიის რვა სხდომა გაიმართა. 2023 წლის 17-19 თებერვალს საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დაესწრო მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც პრემიერ-მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა როგორც პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს პოლიტიკურ პირებთან, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. კონფერენციის ერთ-ერთი პანელი კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებასა და არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა, სადაც პრემიერ-მინისტრმა დაწვრილებით ისაუბრა საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებზე, რეგიონული უსაფრთხოებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. გაიმართა ისტორიული პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ სამხრეთ კავკასიის სამი ლიდერი (ირაკლი ღარიბაშვილი, ილჰამ ალიევი, ნიკოლ ფაშინიანი) და ეუთო-ს გენერალური მდივანი.

2023 წლის 25 აპრილს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისა და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების აუცილებლობის საკითხები. ქართული მხარე აქტიურად მუშაობს 2023 წლის ვილნიუსის სამიტზე საქართველოს უმაღლეს დონეზე დასწრებისა და სათანადოდ წარმოჩენის უზრუნველსაყოფად“,- ნათქვამია ანგარიშში, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.

ცნობისთვის, მთავრობის ანგარიში, რომელიც 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს, პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. აღნიშნული ანგარიშით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე 30 ივნისს წარსდგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics