|
2023-06-03 17:17:07, 1231 ნახვა
მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო ფიცი დადო [ვიდეო]
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ერდოღანმა საპრეზიდენტო მანდატი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დროებითი თავმჯდომარისგან, დევლეთ ბაჰჩელისგან მიიღო. „თურქეთის პრეზიდენტის რანგში დიადი თურქი ხალხისა და ისტორიის წინაშე პატივითა და ღირსებით ვფიცავ, დავიცავ სახელმწიფოს არსებობასა და დამოუკიდებლობას, ჩვენი სამშობლოსა და ერის განუყოფელ მთლიანობას, ისევე როგორც ჩვენი სახელმწიფოს უპირობო სუვერენიტეტს. დავიცავ კონსტიტუციას, კანონის უზენაესობას და დემოკრატიას, ათათურქისეულ პრინციპებსა და რეფორმებს. დავიცავ ელიტური რესპუბლიკის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნის აწმყოს, პატივს ვცემ თურქეთის რესპუბლიკას, მის კეთილდღეობას. ჩემს ვალდებულებას შევასრულებ მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვით. დიდებული თურქი ერისთვის ვიმუშავებ ღირსებითა და მთელი ჩემი ძალით“,- განაცხადა ერდოღანმა ფიცის დადების დროს. აღსანიშნავია, რომ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ფიცის დადების ცერემონიას 78 ქვეყნის მაღალი დონის ოფიციალური პირები ესწრებიან. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციაზე დასასწრებად თურქეთში საქართელოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გაემგზავრა. შეგახსენებთ, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართა, რომელშიც თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მეორე არჩევნების ტურის გამართვის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 14 მაისს გამართულ არჩევნებში პრეზიდენტობის ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)