|
2023-06-03 17:02:02, 1114 ნახვა
მსოფლიო
BBC - ინდონეზიამ უკრაინასთან დაკავშირებით თავისი სამშვიდობო გეგმა წარადგინა
ინდონეზიამ უკრაინასთან დაკავშირებით თავისი სამშვიდობო გეგმა წარადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. როგორც ინდონეზიის თავდაცვის მინისტრმა, პრაბოვო სუბიანტომ განაცხადა, სამშვიდობო გეგმის მთავარი პუნქტებია: ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, სამშვიდობო ძალების კონტროლქვეშ დემილიტარიზებული ზონის შექმნა და გაერო-ს ეგიდით ახალი რეფერენდუმების გამართვა „სადავო ტერიტორიებზე“. როგორც გამოცემა წერს, დემილიტარიზებული ზონის შესაქმნელად, ინდოეთი თითოეულ მხარეს სთავაზობს 15 კილომეტრით უკან დახევას კონტაქტის ხაზიდან და აღნიშნულ ზონაზე საერთაშორისო კონტროლის დამყარებას. გარდა ამისა, ინდონეზიის თავდაცვის მინისტრის თქმით, აუცილებელია რუსეთის კონტროლქვეშ არსებული რეგიონების მაცხოვრებლების სურვილების „ობიექტურად ჩამოყალიბება“. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული მშვიდობით, რომლის პირობაც უკრაინის ტერიტორიების დაკარგვა იქნება.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)