|
2023-06-03 11:13:51, 1223 ნახვა
მსოფლიო
ინდოეთში სარკინიგზო ავარიას, სულ მცირე, 288 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 1000-ზე მეტი დაშავდა
ინდოეთის ოდიშის შტატის ქალაქ ბალასორში ორი სამგზავრო და ერთი სატვირთო მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 288 ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ამასთან, სავარაუდოა, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს, ვინაიდან გადაბრუნებული ვაგონების ქვეშ უამრავი ადამიანია მოყოლილი. ოდიშას სახანძრო დეპარტამენტის უფროსი სუდანშუ სარანგიმ Associated Press-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ გასულ ღამეს მაშველებმა, სულ მცირე, 280 ცხედარი ამოიყვანეს. მისი თქმით, 800-ზე მეტი ადამიანი სხვადასხვა დაზიანებითაა ჰოსპიტალიზებული. ამასთან, ბევრ მათგანს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნება. "საღამოს ათი საათისთვის ჩვენ შევძელით გადარჩენილების ამოყვანა. ამის შემდეგ უკვე საუბარი იყო მხოლოდ გვამების ამოყვანაზე. ეს ძალიან, ძალიან ტრაგიკულია, ჩემს პროფესიაში მსგავსი არაფერი მინახავს",- განაცხადა სარანგიმ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ინდოეთის ქალაქ ბალასორში ავარია მოხდა, რომელშიც ორი სამგზავრო და ერთი სატვირთო მატარებელი მონაწილეობდა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)