|
2023-06-02 16:42:50, 1643 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო - მოსკოვთან მოლაპარაკება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ძალების სრულად გაყვანის შემდეგ არის შესაძლებელი
მოსკოვთან მოლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ძალების სრულად გაყვანის შემდეგ,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულების ინიციატივით გამოვიდა. როგორც ნიკოლენკომ აღნიშნა, ცეცხლის შეწყვეტა იქამდე, სანამ რუსეთი თავის ჯარს უკრაინის ტერიტორიიდან არ გაიყვანს, იქნება უპირატესობა რუსეთისთვის, რომელსაც მიეცემა საშუალება, ჯარების გადაჯგუფების და აგრესიის ახალი ტალღის მომზადების. ამასთან, მან დასძინა, რომ უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მუდმივი სარაკეტო დარტყმები და დრონებით იერიშები აშკარა მტკიცებულებაა, რომ მოსკოვი არ განიხილავს სხვა სცენარებს, გარდა ომის გაგრძელებისა. "ცეცხლის შეწყვეტა გამოიღებს სტატუსკვოს გაყინვას, რუსეთს გადაჯგუფების, ძალების მობილიზების შესაძლებლობას მისცემს და აგრესიის ახალ ტალღას გამოიწვევს. ეს დამტკიცებულია 2014-2022 წლების გამოცდილებით. ამავე დროს, ჩვენ ვითვალისწინებთ ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომ მისთვის რთულია, იყოს ევროკავშირში ერთადერთი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მშვიდობას უჭერს მხარს. იმისთვის, რომ შევუმსუბუქოთ მას სიტუაცია, მოვუწოდებთ უნგრეთის მთავრობის მეთაურს, დაიწყოს მოქმედება. მაგალითად, დაგმოს რუსეთის აგრესია, მოითხოვოს მოსკოვისგან ომის შეწყვეტა და რუსეთის არმიის რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნება, შეუერთდეს რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის ზომებს, ძირი არ გამოუთხაროს ევროკავშირის ერთიანობას“, - განაცხადა ნიკოლენკომ.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)