|
2023-06-02 16:22:15, 742 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია შვეიცარიის კონფედერაციის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია შვეიცარიის კონფედერაციის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს უწყების ცნობით, დელეგაციას შვეიცარიის სახელმწიფო მდივანი ეკონომიკურ საკითხებში ჰელენ ბუდლიგერი ხელმძღვანელობდა. „შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და გარემოსდაცვითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ შვეიცარიასთან დიპლომატიური და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესახებ ისაუბრა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, როგორც სოფლის მეურნეობის ასევე, გარემოსდაცვითი მიმართულებით შვეიცარიის განვითარების სააგენტოსთან პარტნიორობით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების მნიშვნელობის საკითხი და ჰელენ ბუდლიგერს მადლობა გადაუხადა ეფექტიანი თანამშრომლობისთვის. როგორც შვეიცარიის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მყარ საფუძველს წარმოადგენს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო პარიზის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების დროული და ეფექტიანი შესრულების მნიშვნელობის საკითხს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, საქართველოს ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში რევაზ ლომინაძე და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)