|
2023-06-02 15:31:31, 774 ნახვა
საზოგადოება
შსს-მ კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში ნახატების კონკურსი გამოაცხადა [ვიდეო]
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კამპანიის - ”ნუ წაართმევ ბავშვობას” ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ბავშვობის ასაკში ქორწინების უარყოფითი შედეგების თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ნახატების კონკურსი გამოაცხადა. შსს-ს ცნობით, ნახატების კონკურსში მონაწილეობის წესები და პირობები შემდეგია:
"კონკურსთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: კონკურსის მონაწილეები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით:
კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი და ფასიანი საჩუქარი. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ასევე, შესაძლებელია ნამუშევრების გამოგზავნა ფოსტის საშუალებით, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ორთაჭალა, გ. გულუას ქუჩა №10 (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი). ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში, ნამუშევრების მოწოდება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2023 წლის 25 ივნისისა. შინაგან საქმეთა სამინისტრო იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს ნახატის ორიგინალი ვერსიის გადმოგზავნა",- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)