|
2023-06-02 13:08:47, 636 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-მა მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და 5 ახალი მიმართულებით ფრენები დაიწყო
დღეიდან, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისისსაერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და პირდაპირირეგულარული რეისების შესრულება ევროპის 5 ქალაქის: ფრანკფურტის, ჰამბურგის, ბრიუსელის, მადრიდისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრანკფურტიდან და ჰამბურგიდან პირველიპირდაპირი რეგულარული რეისები უკვე შესრულდა. მესამე ბაზირებული ხომალდის დაბრუნებასთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლისსახელობის აეროპორტში ოფიციალური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სახელმწიფორწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილი, აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, ადგილობრივიხელისუფლებისა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, Wizz Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი 5 ახალიმიმართულებით, უკვე ნიშნავს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წელთანშედარებით მიმართულებები სრულად აღდგა. „მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი WIZZ AIR საქართველოს ბაზრისერთგული რჩება და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფართოვდება. საქართველოსაეროპორტების გაერთიანება მუდმივად მუშაობს მგზავრების კომფორტისა და ხარისხისგაზრდაზე. ჩვენ არა ერთი მიმდინარე მოლაპარაკება გვაქვს ახალი მიმართულებებისმოზიდვაზე და არსებული ფრენების რაოდენობის გაზრდაზე. დღევანდელი დღე ჩვენს მიერსწორად ნაწარმოები მოლაპარაკებისა და სტრატეგიის შედეგია და ჩვენთვის ეს არის ძალიანმნიშვნელოვანი, იმის გათვალისწინებით, რომ 27 მიმართულება უკვე ჩაითვლება, როგორცმიმართულებების რაოდენობის სრულ აღდგენად 2019 წელთან შედარებით. გარდა ამისა, წლევანდელი წელი იქნება ისტორიული წელი რადგანაც ქუთაისის საერთაშორისოაეროპორტში ველოდებით მილიონზე მეტ მგზავრს, რაც ნიშნავს რომ ქუთაისის საერთაშორისოაეროპორტი ახალ სიტყვას იტყვის ქართულ საავიაციო ბაზარზე“,-განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. მათივე ცნობით, Wizz Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა ახალი მიმართულებებისგარდა, ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე, ასევე შეიქმნასდამატებითი სამუშაო ადგილები. 5-ვე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარულირეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. ხოლო, პარიზის, მილანის, პრაღისა დამემინგენზე არსებულ სიხშირეებს თითო სიხშირე დაემატება.
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)