|
2023-06-02 09:17:50, 1392 ნახვა
მსოფლიო
ფაშინიანი - სომხეთი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის
სომხეთი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანინმა CNN primanews-თან საუბრისას განაცხადა. ფაშინიანის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი სომხეთის ურთიერთობებზე მოქმედებს. "რა თქმა უნდა, ხმამაღლა ეს არასდროს თქმულა, მაგრამ ვფიქრობ, შესამჩნევია: ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირეები უკრაინასთან ომში. ჩვენი გრძნობა ამ ომზე, ამ კონფლიქტზე არის განგაში, რადგან ის პირდაპირ მოქმედებს ჩვენს ყველა ურთიერთობაზე",- განაცხადა ფაშინიანმა. მისივე თქმით, სომხეთი ახლა მოკავშირის გარეშე და დაუცველი რჩება, რადგან დასავლეთში ერევანი მოსკოვის მოკავშირე ჰგონიათ. "დასავლეთში ამჩნევენ, რომ ჩვენ რუსეთის მოკავშირეები ვართ, უფრო სწორად, უფრო ამჩნევენ. რუსეთში ხედავენ, რომ ჩვენ არ ვართ მათი მოკავშირეები უკრაინის წინააღმდეგ ომში. გამოდის, რომ ამ სიტუაციაში ჩვენ არავის მოკავშირეები არ ვართ, ანუ დაუცველები ვართ. ამის მიუხედავად, ვფიქრობ რომ ამ დაპირისპირებებში არსებობს ლავირების შესაძლებლობა, თუმცა სიმართლე ისაა, რომ რაც უფრო რთულდება ვითარება, უფრო რთულდება ლავირების შესაძლებლობა. ჩვენ ვლავირებთ განა იმიტომ, რომ სიტუაციაზე ჩვენი მოსაზრება არ გაგვაჩნია, არამედ იმ მიზეზით, რაც წუთის წინ ვახსენე: ჩვენი საზრუნავი, სამწუხაროდ, იმდენად ბევრია, რომ ისინი არ გვაძლევენ საშუალებას, უფრო მეტად ჩართული ვიყოთ სხვა პრობლემების გადაჭრაში",- დასძინა ფაშინიანმა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)