17:33 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-01 18:51:14, 874 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - თუ რომელიმე ხელისუფლებამ რაიმე ხელშესახები გააკეთა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ნატო-ს გზაზე, ეს ვართ ჩვენ

თუ რომელიმე ხელისუფლებამ რაიმე კონკრეტული ხელშესახები გააკეთა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ან იგივე ნატოს გზაზე, ეს ვართ ჩვენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს სურვილი და მოტივაცია მოიტანს კონკრეტულ შედეგებს, აქედან გამომდინარე ყველამ ერთად უნდა გააკეთოს მაქსიმუმი იმისთვის, რომ საქართველო ევროპასთან და ნატო-სთან კიდევ უფრო მეტად დაახლოვდეს.

„თუ რომელიმე ხელისუფლებამ რაიმე კონკრეტული ხელშესახები გააკეთა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ან იგივე ნატოს გზაზე, ეს ვართ ჩვენ. პირადად მე მქონდა პატივი, ხელი მომეწერა ასოცირების შეთანხმებისთვის, თავისუფალი ვაჭრობისთვის. უვიზო რეჟიმი. ჩემს დროს დაიხურა ვალდებულება და ამის შემდეგ გაიხსნა უვიზო რეჟიმი. მე მქონდა პატივი, ხელი მომეწერა ოფიციალურ განაცხადზე, რომელიც ჩვენ შარშან შევიტანეთ და მივიღეთ ევროპული პერსპექტივა ამის საფუძველზე. რაც შეეხება ნატოს, ჩვენ არ შეგვიჩერებია ძალისხმევა. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი. ჩვენი ჯარები იყვნენ ავღანეთში, მანამდე ერაყშიც, ჩემი პრემიერობის დროს გავაგზავნეთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩვენი ჯარი. ასე, რომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი სურვილი, ჩვენი მოტივაცია მოიტანს კონკრეტულ შედეგებს და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოვოთ ჩვენი ქვეყანა ევროპასთან და ნატოსთან", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics