|
2023-06-01 16:04:51, 858 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი - გულზე მჯიღს ირტყამენ, დავეხმაროთ უკრაინას - უკრაინას ლოცვებით ვეხმარებით
გამოდიან და გულზე მჯიღს ირტყამენ, დავეხმაროთ უკრაინას. უკრაინას ლოცვებით ვეხმარებით, იმით ვეხმარებით, რაც შეგვიძლია,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იაკობის თქმით, საქართველო უნდა მოემზადოს, რათა ომის დასრულებისას ქვეყანა "შედარებით ძლიერად იყოს". "რა უნდათ ჩვენგან, რომელ სანქციებზე მელაპარაკებიან? იმის მაგივრად, უკრაინას რომ ეხმარები თუ გინდა და თუ საქართველო პარტნიორია, იაფად მომცე რაღაცები, რომ გავიდე რუსული ბაზრიდან, არც იმას მაძლევ და რომ აღარ გექნებათ არც საწვავი და არც საკვები, რა უნდა ქნათ?! თქვენ თვითონვე შეხედეთ სიტუაციას. გამოდიან და გულზე მჯიღს ირტყამენ, დავეხმაროთ უკრაინას. უკრაინას ლოცვებით ვეხმარებით, იმით ვეხმარებით, რაც შეგვიძლია. 20% მეც მაქვს დაკარგული. ჩემთან რომ რამე დაიწყოს, იმის ილუზია ვინმეს აქვს, რომ რამით დაგვეხმარებიან?... ევროპას დღეს ჩვენთვის არ სცალია, უკრაინის პრობლემა მისი პრობლემაა იმიტომ, რომ არ უნდა, რუსი იქ შევიდეს, მაგრამ ჩვენ რას გვემართლებიან? ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? აი, რა უნდა გააკეთოს ქართველმა? ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ომი რომ დამთავრდება, შედარებით ძლიერად იყოს ქვეყანა, რომ აქეთ უნდოდეთ მიღება. რატომ მინდა ევროკავშირი? რატომ მინდოდა ნატო? მე პირდად მინდა, ისეთი ძლიერი იყოს საქართველო, ისრაელისავით იყოს. სახვეწარი არ გვქონდეს - რა გახდა კანდიდატობა, რომ არ გვაძლევენ?... არავის დასაყედრებელი არაფერი გვაქვს",- ამბობს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)