13:50 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-01 13:20:17, 902 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, საქართველომ პირველი წარმატებული მედიაცია განახორციელა

საქართველომ პირველი წარმატებული მედიაცია განახორციელა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ 2021 წელს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგსა და მოლაპარაკებებს.  

„მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პოზიცია და როლი ძალიან ნეიტრალური და მიუკერძოებელია ჩვენს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების კონტექსტში. ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს ორივე ქვეყანასთან - აზერბაიჯანთან და სომხეთთან. პრინციპში, საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი და თავისი არსით პირველი წარმატებული მედიაცია განახორციელა აზერბაიჯან- სომხეთის შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, 2021 წელს. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამშვიდობო დიალოგს და მოლაპარაკებებს, რომლებიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარეობს. მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი - საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის - მთელი რეგიონის  ინტრესებშია",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვაში გუშინ, 31 მაისს დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics