13:50 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-01 12:44:31, 897 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პლატფორმები ყველამ გამოიყენოს საიმისოდ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს

მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პლატფორმები ყველამ გამოიყენოს საიმისოდ, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

კალაძის თქმით, თუ ვინმე იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიღებას, ეს საქართველო იყო.

„ჩემთვის, არა თანამდებობის პირისთვის, არამედ ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პლატფორმები ყველამ გამოიყენოს იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი. ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრი იყენებს ამ ტრიბუნას, სადაც შესაძლებელია, საუბრობს ჩვენს ევროპულ მომავალზე, ევროინტეგრაციაზე.

გულწრფელად ვამბობ, თუ ვინმე იმსახურებდა სტატუსის მიღებას, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, იმიტომ, რომ ყველა კომპონენტში, ყველანაირი თვალსაზრისით წინ ვართ სხვა ქვეყნებზე, რომელთაც მიენიჭა აღნიშნული სტატუსი. დაგვიწესეს 12-პუნქტიანი გეგმა, კი ბატონო, მზად ვართ და ვასრულებთ ამ გეგმას. მინდა, ყველას მოვუწოდო, ვისაც შესაძლებლობა ექნება, საერთაშორისო პლატფორმები გამოიყენონ ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“,- განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics