09:01 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-01 12:12:17, 1801 ნახვა

ომი უკრაინაში
პრიგოჟინი - „ვაგნერის“ ძირითადი ნაწილი ბახმუტს დღეს დატოვებს, დანარჩენი კი 5 ივნისამდე გავა

დღეს, 1-ელ ივნისს „ვაგნერის“ ძალების ძირითადი ნაწილი ქალაქ ბახმუტს დატოვებს, - ამის შესახებ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა.

პრიგოჟინის თქმით, „ვაგნერის“ ძალების დარჩენილი ნაწილი ბახმუტიდან 5 ივნისამდე გამოვა.

"დღეს ძირითადი ნაწილი გამოვა, დანარჩენები კი 5 ივნისამდე, როგორც ვგეგმავდით. ბახმუტში აღარ უნდა ვიყოთ. ახლა აქ განვთავსდებით, დავისვენებთ, გადამზადებას გავივლით და ა.შ.“,- განაცხადა პრიგოჟინმა.

ცნობისთვის, 25 მაისს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ ბახმუტიდან „ვაგნერის“ ქვედანაყოფების გაყვანა დაიწყო.

მანამდე 22 მაისს, მან ასევე განაცხადა, რომ „ვაგნერის“ ძალები ფრონტის ხაზს 25 მაისს დატოვებდნენ.

უფრო ადრე, 4-5 მაისს პრიგოჟინმა გამოაქვეყნა ვიდეოები, რომელშიც გამოაცხადა, რომ "ვაგნერის დაჯგუფების" დაქირავებული მემომრები ბახმუტიდან 10 მაისს გავიდოდნენ.

ამასთან, 6 მაისს პრიგოჟინმა თქვა, რომ მზად იყო, 10 მაისიდან პოზიციები ჩეჩნური სპეცდანიშნულების რაზმისთვის გადაეცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics