14:11 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-01 11:53:32, 776 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკი, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფინანსური პარტნიორია

ბაზისბანკი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს განათლების მხარდამჭერი პროექტების დაფინანსებას. 

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამამ, მოსწავლეთა ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად, სასწავლო პროცესის უნივერსალური პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელშიც საქართველოს 15 საჯარო სკოლის 10,000-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული. 

საბაზისო განათლების პროგრამა ახორციელებს საკლასო სწავლების მხარდაჭერის მრავალდონიანი სისტემის მიდგომის პილოტირებას, რომელიც სწავლის უნივერსალური დიზაინის ნაწილია, რაც მოიცავს სპეციალურ ტრენინგს მასწავლებლებისთვის, რათა უზრუნველყონ მიღებული ცოდნისა და უნარების წარმატებით გამოყენება სწავლების ყოველდღიურ პრაქტიკაში და საკლასო აქტივობებში მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა. 

დაწყებით კლასებში, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიწოდებაში, მასწავლებელთა მხარდასაჭერად და მოსწავლეებისთვის, საბაზისო განათლების პროგრამის ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ შეიქმნა და ბაზისბანკის ფინანსური კონტრიბუციით დაიბეჭდა, მათ შესაძლებლობებზე მაქსიმალურად მორგებული რესურსები - ე.წ. ,,დიდი წიგნები“ და სასაუბრო პოსტერები.

„ბაზისბანკისა და USAID-ის პარტნიორობა გრძელდება. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ნერგავს საუკეთესო პრაქტიკულ ტექნიკას და რესურსებს მასწავლებლებისთვის და მოიცავს მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას საკლასო აქტივობებში. ჩვენთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს მომავალი თაობის განათლების ხელშემწყობი აქტივობების მხარდაჭერა და მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვდებთ ამ მიმართულების წასახალისებლად“, - აცხადებს თამარ ხადური, ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics