18:28 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 20:42:54, 1002 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ოპოზიცია უკმაყოფილოა, რომ სალომე ზურაბიშვილი მათ ნარატივში ბოლომდე არ ჩაჯდა

ხალხის სწორი რეაქციის შედგად, ევროპარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის ტონი შერბილებული იყო, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია უკმაყოფილოა, რადგან სალომე ზურაბიშვილი მათ ნარატივში ბოლომდე არ ჩაჯდა.

„ოპოზიცია უკმაყოფილოა ერთადერთი რამის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილი მათ ნარატივში ბოლომდე არ ჩაჯდა. დღეს თქვენთან საუბარში ვივარაუდე, რომ პრეზიდენტს პოზიტიური გამოსვლა ექნებოდა. ეს პროგნოზი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ამას ხალხის რეაქცია უზრუნველყოფდა. ეს ასე მოხდა – შერბილებული ტონი უზრუნველყო ხალხის აბსოლუტურმა სწორმა რეაქციამ. ალბათ, სალომე ზურაბიშვილს უნდა ავუხსნათ, რომ როცა გამოდის საქართველოს პარლამენტში, ასევე 26 მაისის ღონისძიებაზე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეს ყველაფერიც გადის. 2023 წელს თანამედროვე ტექნოლოგიები იმის საშუალებას იძლევა, რომ უცხოელებმა საქართველოში გამოსვლებიც გაიგონ. აქ სხვანაირი ლაპარაკი და იქ შედარებით დაბალანსებული ერთი და იმავეა.

ჩვენი პარტნიორები ამ ყველაფერს ისმენენ. უნდა ვთხოვოთ, რომ თუ მას შეუძლია, შედარებით დაბალანსებულად ისაუბროს, შეუძლია, იგივე საქართველოშიც გააკეთოს. ამის საპირისპირო გააკეთა პარლამენტსა და 26 მაისის ღონისძიებაზე, რაც ცუდი იყო, მაგრამ დღეს ტონი გაცილებით დარბილებული იყო, შედარებით დაბალანსებული, რაც ხალხის რეაქციამ უზრუნველყო. ხალხზე აქცენტირებას აკეთებდა, ეს გარკვეული მესიჯბოქსის ნაწილია, მაგრამ არაუშავს. მთავარია, ყველა უმაღლესი ტრიბუნიდან ისმოდეს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ყველა დანარჩენი არის დეტალები, რასაც შეიძლება შედარებით მნიშვნელობა აღარ მივანიჭოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ჯაშუშობის საქმეზე ფარული ვიდეოჩანაწერების კადრები გამოაქვეყნა
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics