|
2023-05-31 20:16:55, 1334 ნახვა
საზოგადოება
უსაფრთხო სამუშაო გარემო დასაქმებულის უფლებაა და დამსაქმებლის ვალდებულება
შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას ჯერ კიდევ რამდენიმე წლის უკან დამსაქმებლები და დასაქმებულები და მთლიანად, საზოგადოება საკმაოდ არასერიოზულად უყურებდნენ. უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნასა და ადამიანის უფლებების დაცვას შორის ბევრი ჩვენგანი საერთოდ ვერ სვამდა ტოლობის ნიშანს. არადა, ყველა სამართლებრივი სისტემისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, რადგან იგი ყველაზე დიდი სამართლებრივი სიკეთეა. აუცილებელია, მის დასაცავად სახელმწიფომ მიიღოს ყველა საჭირო ზომა. თავის მხრივ, ადამიანის შრომის უფლება და თავისუფლება, მოიცავს ჯანსაღ და უსაფრთხო სამუშაო გარემოში შრომის უფლებას. თანამედროვე მსოფლიოში დასაქმებულის უფლებების დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ეს ხელს უწყობს ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვის დონის განსაზღვრას, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სახელმწიფოს დემოკრატიულობასა და სამართლიანობაზე. შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და გაუმჯობესება, რომელიც უკავშირდება საოფისე საქმიანობას, მშენებლობასა თუ სხვა მიმართულებებს, უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოებისათვის. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არ არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დარეგულირებული და მოწესრიგებული ეს საკითხი. გამომდინარე აქედან, საჭირო და აუცილებელია შრომის უსაფრთხოების რეგულირებასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე მსჯელობა, მათი გაანალიზება, გადაჭრის ალტერნატიული გზების მოძიება და მათი განხორციელება. ჩვენთან სამუშაო ადგილებზე გახშირებულმა უბედურმა შემთხვევებმა, პროფესიული დაავადებების რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ, სამსახურში მუდმივმა სტრესმა პირდაპირ, ყოველგვარი ქარაგმების გარეში გვიჩვენა, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა არა მხოლოდ თითოეული ჩვენგანის, არამედ სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა გახდეს. ჯერჯერობით, არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, საქართველოში რამდენმა ადამიანმა მიიღო სამუშაო ადგილზე ფიზიკური ტრავმა, სამუშაო გარემოს არასწორი ორგანიზებით დაიზიანა ჯანმრთელობა და იმყოფება მუდმივი სტრესის ქვეშ. თუმცა ფაქტია, რომ ქვეყანაში ასეთი შემთხვევა უამრავია. ამ სერიოზული პრობლემის მოგვარება, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა უფლებების დაცვა სახელმწიფომ შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონით დაარეგულირა. ამონარიდი შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონის განმარტებითი ბარათიდან: „ამ კანონის მიზანია იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების განსაზღვრა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში დასაქმებულთა თანაბარ მონაწილეობას. ეს კანონი არეგულირებს სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა ...უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასთან. რა პრინციპებს ეფუძნება შრომის უსაფრთხოების დაცვა, როგორ რეგულირდება კანონით დასაქმებულთა და დამსაქმებელთა უფლებები და მოვალეობები - ამ და სხვა თემებზე ვსაუბრობთ შრომის უსაფრთხოების დაცვის სპეციალისტებთან: ლევან სოხაძესთან და ტიტე გურჩიანთან.
ლევან სოხაძე: შრომის უსაფრთხოება გულისხმობს სამუშაო გარემოსა თუ სივრცეში უარყოფითი ასპექტებისგან დაცვის სისტემის შექმნას და დანერგვას, იგი უზრუნველყოფს ჯანსაღ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს როგორც დასაქმებულებისთვის, ისე სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირთათვის. იგი მოიცავს სამართლებრივ, სოციალურ-ეკონომიკურ, ორგანიზაციულ-ტექნიკურ, სანიტარულ-ჰიგიენურ ღონისძიებებს.
ლ. ს.: შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ავალდებულებს ყველა ორგანიზაციას, ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების ერთი სპეციალისტი, თუ დასაქმებულების რაოდენობა 100 ადამიანი ან ნაკლებია. ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია, შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ ორი სპეციალისტით.
ტიტე გურჩიანი: ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების დაცვა აუცილებელია რამდენიმე მიზეზის გამო. იგი უზრუნველყოფს თანამშრომლების უსაფრთხოებას, კანონის დაცვას, დასაქმებულთა პროდუქტიულობას, დამსაქმებლებისთვის თანამშრომლების შენარჩუნებას და ორგანიზაციული რეპუტაციის გამყარებას. უფრო მეტიც, იგი აკისრებს დამსაქმებელს მორალურ ვალდებულებას სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.
ტ.გ: - შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უგულვებელყოფამ ან საჭირო ზომების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები. ეს შეიძლება მოიცავდეს სამუშაო ადგილზე უბედურ შემთხვევებს, დაზიანებებს და დაავადებებს, რაც, ჯაჭვური რეაქციის პრინციპით, გამოიწვევს თანამშრომლების ფიზიკურ და ემოციურ სტრესს ან, სულაც, კადრების გადინებას, პროდუქტიულობის დაქვეითებასა და სამუშაო პროცესის დარღვევას. ეს კი ავნებს უკვე დამსაქმებელს. გარდა ამისა, ორგანიზაციებს შეიძლება დაეკისროთ სამართლებრივი ვალდებულებები, ფინანსური ჯარიმა, სასამართლო პროცესები, შელახული რეპუტაცია და თანამშრომლების ნდობის დაკარგვა. მთლიანობაში კი, შრომის უსაფრთხოების უგულებელყოფა საფრთხეს უქმნის თანამშრომლების კეთილდღეობას და ძირს უთხრის ორგანიზაციის სტაბილურობასა და წარმატებას.
ლ.ს.: დამსაქმებელმა, პირველ რიგში, უნდა იზრუნოს ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნაზე. თუ იგი არაკვალიფიციურია ამ მხრივ, მიიღოს კონსულტაცია დარგის სპეციალისტებისგან პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და დანერგვასთან დაკავშირებით, აწარმოოს საჭირო დოკუმენტაცია და ა.შ. დასაქმებულმა კი უნდა იცოდეს მისი უფლებები, გაიაროს სამუშაოზე მორგებული სწავლებები, პრობლემის ან ინციდენტის შემთხვევაში, მიმართოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს. შრომის უსაფრთხოების დაცვის ნორმებში გარკვეული დამსაქმებელიც და დასაქმებულიც ბევრად მარტივად თანამშრომლობენ, ეს კი მნიშვნელოვანია ყველა ორგანიზაციისთვის. - რა გამოწვევის წინაშე დგება სპეციალისტი ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების დანერგვის დროს? ტ.გ.: ამ კუთხით არაკომპეტენტური ხელმძღვანელი პირი სკეპტიკურად უყურებს შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვას მის ორგანიზაციაში, შესაბამისად, ვერ და არ გამოყოფს შესაბამის ფინანსებს, არ ცდილობს გაერკვეს სპეციალისტების მიერ წარმოებულ დოკუმენტაციაში, რაც, საბოლოო ჯამში, სერიოზულ პრობლემას უქმნის ორგანიზაციას და მასში მომუშავე პერსონალს.
ლ.ს.: რა თქმა უნდა, როგორც დასაქმებულის, ისე დამსაქმებლის. რისკების შეფასებით, პერიოდული მონიტორინგით, სწავლებებით, დოკუმენტების წარმოებით შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, განსაზღვრავს პრევენციულ ღონისძიებებს და იცავს დასაქმებულის ჯანმრთელობას, მის უფლებებს. ასევე, პრევენციული ღონისძიებები ითვალისწინებს დამსაქმებლის ქონების დაცვისთვის აუცილებელ პროცედურებს, და ეს ხორციელდება როგორც დოკუმენტით, ისე მუდმივი მონიტორინგით, შიდა სანქციებით და ა.შ.
ლ.ს: 2019 წელს ქვეყანამ მიიღო ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, ამასთან ერთად, გვაქვს ტექნიკური რეგლამენტები მაგალითად, სახანძრო უსაფრთხოების; სიმაღლეზე მუშაობის; სამშენებლო სამუშაოებისთვის, ტვირთის ხელით სწორად აწევის შესახებ და ა.შ, რომლებიც აწესებს დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ვალდებულებებს, დაკავშირებულს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასთან. თქვენ არაერთხელ ახსენეთ სიტყვა „დოკუმენტი“. გაგვიმარტეთ, რას წარმოადგენს იგი? ლ.ს.: რისკების შეფასების დოკუმენტს, რომელსაც ადგენს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და რომელიც ერთგვარი სახელმძღვანელოა კონკრეტული ორგანიზაციისთვის, რათა დაცული იყოს შრომის უსაფრთხოება, დასაქმებულის და დამსაქმებლის უფლებები. სწორედ ამ დოკუმენტში უნდა აისახოს, როგორ უმკლავდება ორგანიზაცია გამოწვევებს შრომის უსაფრთხოების კუთხით. დოკუმენტები სავალდებულოა, ამავე დროს, შესაძლებელია იყოს მორგებული კონკრეტულ სამუშაოსაც. ყველა დოკუმენტს თავისი დატვირთვა და, ასე ვთქვათ ადგილი აქვს, თუმცა, გამოვყოფდით რისკების შეფასების დოკუმენტს სადაც ხდება კონკრეტული საფრთხეების იდენტიფიცირება, გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების გაწერა და პასუხისმგებელი პირების გამოყოფა. ეს საშუალებას გვაძლევს კონკრეტულ სამუშაოს შესრულებისას მივუთითოთ მასზე პასუხისმგებელი პირი.
ტ.გ.: მოიძიონ ინფორმაცია და გაერკვნენ შრომის უსაფრთხოების პრინციპებში, მოითხოვონ შრომის უსაფრთხოების კადრის ყოლა ორგანიზაციაში, გაიარონ სწავლებები, გაეცნონ ორგანიზაციის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკას. მიიღონ ინფორმაცია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისგან საფრთხეებზე, დაუყონებლივ შეწყვიტონ მუშაობა ისეთი საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც გამოიწვევს დასაქმებულის ან სხვა პირის დაზიანებას ან, სულაც, სიკვდილს და საფრთხის აღმოფხვრამდე არ განაახლონ საქმიანობა. ასევე, მნიშვნელოვანია, დასაქმებულები ერკვეოდნენ საკუთარ უფლებებში და კონსულტაცია გაიარონ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებთან. გახსოვდეთ, რომ უსაფრთხო სამუშაო გარემო თქვენი უფლებაა და დამსაქმებლის ვალდებულება.
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)