|
2023-05-31 19:53:25, 1026 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე ზურაბიშვილზე - შეეძლო დღესვე ეთქვა, რომ შეიწყალა გვარამია
მას შეეძლო, პირდაპირ, დღესვე ეთქვა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება და შეიწყალა ნიკა გვარამია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დეპუტატი, რომან გოცირიძე სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ გამოსვლას ევროპარლამენტში. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, თუ ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებს შეეძლება თქვას, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე თავისი აგური დადო. “მას შეეძლო, პირდაპირ, დღესვე ეთქვა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება და შეიწყალა ნიკა გვარამია. როდესაც ის ახლა ამბობს, რომ მე ვინმეზე ზეწოლის გარეშეც შემიძლია შევიწყალო და ირიბად რაღაცას გულისხმობს, ეს არის დაგვიანებული. თუ ის ნიკა გვარამიას შეიწყალებს მაშინ, როდესაც დაახლოვდება სტატუსის მიღების საკითხი და მას უნდა, რომ თავისი აგური დადოს ამ ქმედებით, ეს იქნება ძალიან ცუდი, ვინაიდან, ეს არის არაჰუმანური, უდანაშაულო ადამიანის ციხეში გამომწყვდევა და ეს არის დაგვიანებული, ყოველ შემთხვევაში, ამას არავინ დაუფასებს”, - განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)