18:28 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 17:28:07, 728 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი ევროპარლამენტს - საქართველოს მოსახლეობამ ევროპული არჩევანი უკვე გააკეთა და ეს არჩევანი გარდაუვალია

საქართველოს მოსახლეობამ ევროპული არჩევანი უკვე გააკეთა და ეს არჩევანი გარდაუვალია გამომდინარე ჩვენი ისტორიიდან და ფასეულობებიდან,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ძალიან მძიმე ისტორია ჰქონდა - ჯერ ცარიზმის ქვეშ, შემდეგ საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის ქვეშ და დღეს იგივე ხდება უკრაინაში. 

"ჩვენ ახლა გვაქვს მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოს ისტორიაში, როცა საქართველოს მთავრობამ და ხალხმა ერთად უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მომავალი. საქართველოს მოსახლეობამ ეს მომავალი და ევროპული არჩევანი უკვე გააკეთა და ეს არჩევანი გარდაუვალია გამომდინარე ჩვენი ისტორიიდან და ფასეულობებიდან. მე მივმართავ საქართველოს ხალხს, მე აქ წარმოვადგენ იმ ქვეყანას, რომლის კონსტიტუცია ავალდებულებს ყველა სახელმწიფო ორგანოს, რომ გააკეთოს მაქსიმალური იმისთვის, რომ განახორციელოს საქართველოს მოსახლეობის ევროპული არვენი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს ამისთვის

ჩემმა მშობლებმა თავის დროზე, 1921 წელს დატოვეს საქართველო რადგან დევნილი იყვნენ ბოლშევიკების მიერ. მე დავბრუნდი საქართველოში იმისთვის რომ დავეხმარო ჩემს ქვეყანას, რომ შეუერთდეს ევროკავშირს და ამით უზრუნველყოფილი იყოს უკეთესი ევროპული მომავალი.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, სააკაშვილის დროს, მე გავაკეთე ძალიან ბევრი იმისთვის, რომ რუსეთს გაეყვანა სამხედრო ბაზები ჩემი ქვეყნიდან, მაგრამ 3 წლის შემდეგ, რუსებმა ისევ გახსნეს საომარი მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ უნდა დავამყაროთ კავშირი ევროკავშირსა და საქართველოს შორის. მე ვიცი, რომ საქართველოს აქვს ძალიან ბევრი შიდა და გარე გამოწვევები  და უნდა გააკეთოს ბევრი იმისთვის რომ ეს გამოწვევები გადალახოს და მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი და მე ამის მჯერა. 

საქართველოს ჰქონდა ძალიან მძიმე ისტორია. ჯერ ცარიზმის ქვეშ, შემდეგ საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის ქვეშ და დღეს იგივე ხდება უკრაინაში. 

მსურს ხაზი გავუსვა ჩემს სოლიდარობას და ქართველი ხალხის სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ მოგვეხსენება ძალიან კარგად, რომ უკრაინა არა მხოლოდ იცავს თავის ტერიტორიას, არამედ ღვრის სისხლს თითოეული ჩვენგანისთვის, იმისათვის, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება, თავისუფლება, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვის. მსურს გამოვხატო ჩემი პირადი მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკისა და მოსახლეობის მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში, საქართველოს და უკრაინის წარმომადგენლები ნამდვილად ამ დარბაზში ისხდებიან.

ჩემი ევროპული მოთხოვნა საქართველოსთვის იწყება ჩვენი ევროპული წარსულით. ეს არის ის ფასეულობები, რომელსაც ჩვენ ევროპასთან ვიზიარებთ. ჩვენ ყოველთვის გვინდა ევროპული ცივილიზაცია, ეს იყო ბერძნული და რომაული ცივილიზაცია, რომელმაც დატოვა ძალიან დიდი კვალი ჩვენ მითოლოგიაში. ქრისტიანობა იყო ჩვენი იდენტობის ნაწილი, როგორც ერისა, საქართველო საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა, რათა შეენარჩუნებინა თავის იდენტობა",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს, 31 მაისს საქართველოს პრეზიდეტმა ევროპარლამენტს 13-წლიანი პაუზის შემდეგ მიმართა. სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში 29 მაისს გაემგზავრა.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ჯაშუშობის საქმეზე ფარული ვიდეოჩანაწერების კადრები გამოაქვეყნა
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics