|
2023-05-31 17:15:34, 796 ნახვა
პოლიტიკა
მეცოლა - ჩვენ აუცილებლად დაგიდგებით გვერდში, თქვენს სწრაფვაში, გახდეთ ევროკავშირის წევრები
ჩვენ აუცილებლად დაგიდგებით გვერდში, თქვენს სწრაფვაში, გახდეთ ევროკავშირის წევრები,- ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მეცოლას თქმით, ევროკავშირმა მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოთ კანდიდატის სტატუსი და არ გამოტოვს ეს ისტორიული შესაძლებლობა. "უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ პირადი წვლილისთვის, საქართველოს მოსახლეობის ნებას. ჩვენ გვინდა, რომ იყოს სათანადო პირობები, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების მომავლის უზრუნველყოფა მოხდეს. ჩვენ აუცილებლად დაგიდგებით გვერდში, თქვენს სწრაფვაში, გახდეთ ევროკავშირის წევრები. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თქვენ მიიღოთ კანდიდატის სტატუსი და უზრუნველყოთ, რომ ქართველმა ხალხმა არ გამოტოვს ეს ისტორიული შესაძლებლობა. ჩვენ ვხედვთ გარკვეულ სვლას იმისთვის, რომ იყოს უზრუნველყოფილი დემოკრატიული ფასეულოები, მედიის თავისუფლება და პოლიტპატიმრების ღირსება. აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. ჩვენ ვართ მზად, რომ გაგიწიოთ დახმარება ამ წინსვლაში ევროკავშირისკენ. ჩვენ ვიცით, რომ უნდა შევუქმნათ საქართველოს პირობები, რომ საკუთარი მომავალი თვითონ აირჩიოს, თქვენი იმედი გვაქვს, რომ შეძლებთ დაძლიოთ არსებული პოლარიზაცია",- განაცხადა მეცოლამ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში 29 მაისს გაემგზავრა, ხოლო ამ წუთებში, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, ის ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს. აღსანიშნავია ასევე, რომ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)