|
2023-05-31 16:48:05, 715 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობაზე“ - ამ ორგანიზაციას ვურჩევდი, რომ სანამ სხვა პრობლემებზე იმსჯელებენ, მათ შიგნით რა პრობლემები აქვთ ამაზე იმსჯელონ
მე ამ ორგანიზაციას [საერთაშორისო გამჭვირვალობას] ვურჩევდი, რომ სანამ სხვა პრობლემებზე იმსჯელებენ, მათ შიგნით რა პრობლემები აქვთ ამაზე იმსჯელონ. რუსული კანონი რომ დაარქვეს „აგენტების ამერიკულ კანონს“ ეს ხომ არ იყო დავალების შესრულება?! როგორ მოხდა რომ კოორდინაცია იყო იმგვარი, რომ დავალებას ასრულებდა რამდენიმე ასეული ადამიანი ერთად“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ს კონფერენციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებთან განაცხადა. მდინარაძის თქმით, რატომ არიან კოორდინაციაში იმ ადამიანებთან, რომლებიც ქვეყანას აზიანებენ, სჯობს, ამ პრობლემებზე ისაუბრონ. „როგორ მიაღებინეს ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც საუკუნის აფერაში მონაწილეობა, რომ დაევალათ, ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანს დაარქვეს რუსული კანონი. როგორ დაავალეს, ვინ დაავალა, რატომ, რა მიზნით და როგორ იყო ამხელა კოორდინაცია, რომ ასეულობით ათასჯერ, მარტო ღია კვლევის შედეგებს გეუბნებით, სოციალურ ქსელში იყო სიტყვა: არა რუსულ კანონს. წარმოიდგინეთ, როგორ კოდალას ეფექტივით, ადამიანებს ქვეცნობიერში უბეჭდავდნენ ყოველ წამიერი კაკუნით რომ იტყვიან, რომ არა აგენტების კანონი, არა გამჭვირვალობის კანონი, არა ამერიკული, სიღრმეში არ უნდა შესულიყვნენ, უნდა ეთქვათ, რომ ეს არის რუსული კანონი და ამით შეეცადნენ, რომ ეს ქვეყანა აეყირავებინათ და ქაოსი მოეწყოთ. ვინ დაავალა ეს ამ ორგანიზაციას, მის ლიდერებს, რატომ დაავალა, რა მიზნით როცა რეალობა აბსოლუტურად სხვა იყო და დღემდე რატომ იმეორებენ ამას. ამ საერთო დავალების კონტექსტში, რატომ არიან კოორდინაციაში იმ ადამიანებთან, რომლებიც აზიანებენ ქვეყანას -ამ პრობლემებზე ისაუბრონ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)