|
2023-05-31 15:01:21, 839 ნახვა
საზოგადოება
გლდანის მესამე მიკრორაიონში პარკი ეწყობა
გლდანის მესამე მიკრორაიონში, 9 000 კვ.მ ფართობზე პარკის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეების განვითარება მისთვის და მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. „გლდანის მესამე მიკრორაიონის N85-87-88 და მე-4 კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 9 000 კვ.მ ფართობზე, რაიონის გამგეობა პარკს აწყობს. ეს სამუშაოები დაწყებულია. პროექტის ფარგლებში, ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებლი პავილიონები, კალათბურთის მოედანი, ველობილიკისა და ფიტნესსივრცეები განთავსდება. ასევე, მოეწყობა გარე განათების სისტემა, განთავსდება სხვადასხვა სახის საპარკო ინფრასტრუქტურა და ტერიტორია სრულად გამწვანდება. დაახლოებით, 1 200 000 ლარი ჯდება აღნიშნული პროექტის განხორციელება. მიხარია, რომ ასეთი პროექტები ხორციელდება. ერთია, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ სკვერებისა და პარკების მოწყობა-რეაბილიტაციის კუთხით, პარალელურად, გამგეობები თავიანთ რაიონებსა და უბნებში აწარმოებენ ამ ტიპის სამუშაოებს, რაც ძალიან კარგია“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალიტეტის მერია მსგავსი პროექტების განხორციელებას ყველანაირად შეუწყობს ხელს.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)