|
2023-05-31 14:40:50, 831 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - თბილისის მერიის პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფართოვდება
60 წელს გადაცილებული პირებისთვის შექმნილ პროგრამას - „სპორტი უფროსი თაობისთვის“ კერძო ობიექტები - „არენა“ და „ოლიმპიკი“ ემატება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ კერძო სპორტული ობიექტებით სარგებლობა პროგრამაში ჩართულ პირებს სრულად დაუფინანსდებათ. „შარშან დავიწყეთ პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“ 60 წელს გადაცილებული პირებისთვის, რაც საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას გულისხმობდა. ეს პროგრამა გრძელდება და მასში ჩართვის მსურველთა რაოდენობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ მისი გაფართოება. შედეგად, პროგრამას დაემატა ორი კერძო სპორტული ობიექტი, რომლით სარგებლობაც ისევე სრულად დაუფინანსდებათ პროგრამაში ჩართულ პირებს, როგორც მუნიციპალურ ცენტრებში უფინანსდებოდათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა განმარტა, რომ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება. „პროგრამაში დარეგისტრირების მსურველები შერჩეულ სპორტულ ცენტრში უნდა მივიდნენ, წარადგინონ პირადობის დამადასტურებელი და სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე, ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ. რეგისტრაციის გავლის შემდეგ კი პროგრამით გათვალისწინებული პირობებით მიიღებენ შესაბამის მომსახურებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთვება ის მულტიფუნქციური ცენტრებიც, რომლებიც დიდ დიღომსა და ვარკეთილში აშენდება. „დაწყებული გვაქვს მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა ვარკეთილსა და დიდ დიღომში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სამუშაოები მიმდინარეობს და ძალიან მალე დამთავრდება. აღნიშნულ პროგრამაში ეს ცენტრებიც ჩაერთვება. აქაც უფროსი თაობისთვის გამოყოფილი იქნება დრო, როცა ისარგებლებენ არსებული სივრცეებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)